ახალი ამბები
აბაშაში სალოტბარო სკოლა გაიხსნა
აბაშაში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სალოტბარო სკოლა გაიხსნა. აბაშაში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის მსურველს ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ. მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობის დაგეგმვა-განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ. სალოტბარო სკოლას უხელმძღვანელებს ირაკლი ტყვაცირია_ საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტი, საგუნდო დირიჟორობის მაგისტრი, სამების საპატრიარქო გუნდის სოლისტი, ლოტბარი. ასევე, სკოლის ლოტბარია, ბაჩანა ხვიჩია, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული. აბაშაში სკოლის გახსნის მიზანია, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესული უნიკალური ქართული სიმღერების გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სალოტბარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჰარირა“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერეხა“. სალოტბარო სკოლა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის შენობაში განთავსდა,

29-11-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები