ახალი ამბები
ალექსანდრე აბაშელის შემოქმედებითი საღამო
ალექსანდრე აბაშელის შემოქმედებითი საღამო

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში ცნობილი პოეტისალექსანდრე აბაშელის   დაბადებიდან 135- წლისთავისადმი  მიძღვნილი  შემოქმედებითი  საღამო გაიმართა.

 ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შთამომავლები: შვილიშვილი და მისი ოჯახის წევრები.    

   მწერლის შვილიშვილმა გაიხსენა,  აკაკი წერეთელთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, პავლე ინგოროყვასთან,   სიმონ ჩიქოვანთან   ალექსანდრე აბაშელის შემოქმედებითი  ურთიერთობების  ბევრი  მნიშვნელოვანი  მომენტი,  პოეტის ლექსების კრებული საჩუქრად გადასცა კულტურის ცენტრს. მასპინძლებმა სტუმარს ბიბლია უსახსოვრეს.

   ღონისძიებაში მონაწილეობდა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის  ანსამბლ „ჰარირას“ მომღერალთა გუნდი.  ახალგაზრდებმა წაიკითხეს ალექსანდრე აბაშელის ლექსები და ჩანაწერები.

   შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები.  

   ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

29-11-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები