ახალი ამბები
ტრენინგი აღმზრდელ-პედაგოგებისათვის
  ტრენინგი აღმზრდელ-პედაგოგებისათვის

   აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კოალიცია „სოციალური რეფორმების“ ორგანიზებით, N1 ბაგა-ბაღის ბაზაზე  აღმზრდელ-პედაგოგებისათვის  ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა  ტრენინგი, ქცევის მართვასთან დაკავშირებით.  სატრენინგო კურსს უძღვებოდნენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტი:  თამარ   ჩორბაშვილი,    თამარ ქევხიშვილი  და   თამარ ფოფხაძე.

   მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთი თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების შესახებ, რომლებიც წარმატებით გამოიყენება მთელს მსოფლიოში  და ხელს უწყობს რთული ქცევის შემცირებას და პოზიტიური ქცევის ფორმირებას ბავშვებში.

   აღნიშნული შეხვედრის  მიზანი გახლდათ, ხელი შეუწყოს აღსაზრდელებში რთული ქცევის გამოვლენის პრევენციას, საგანმანათლებლო პროცესის წარმატებით წარმართვას.

03-12-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები