ახალი ამბები
„სხვა საქართველო სად არი?“
  „სხვა საქართველო სად არი?“

„სხვა საქართველო სად არი?“-ასე ერქვა ულამაზეს ღონისძიებას, რომელიც  აბაშის  მუნიციპალიტეტის  პირველი  საჯარო  სკოლის  სააქტო  დარბაზში   გაიმართა.  

   12  საჯარო  სკოლა,  ცეკვით,  სიმღერით,  ლექსით,  თეატრალიზებული  წარმოდგენით, საქართველოს 12 კუთხეს მოეფერა.  
  მოსწავლეები ანა კალანდაძის ლექსზე შექმნილი უტკბესი მელოდიით მიესალმნენ მსმენელსა და მაყურებელს,   როგორც  სხვადასხვა კუთხე, ასევე,   მრავალფეროვანი იყო სამეგრელოსადმი მიძღვნილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და კულინარიულ_ გასტრონომიული სლაიდები, რომელიც წარმოშობით ზანათელი, მრავალი პრემიის ლაურეატი პოეტის ბათუ დანელიას მეგრული ლექსით დააგვირგვინეს ამ სოფლის სკოლის მოსწავლეებმა.  

   საღამო  მიყავდა  ორ  არაჩვეულებრივ  გოგონას:  ნატალი ქვილითაიას და მარიამ თოფურიას.

   ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

05-12-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები