ახალი ამბები
შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

   შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ფოიეში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ  განხორციელებული  ღონისძიებების ამსახველი ფოტო-მასალის   გამოფენა მოეწყო.

  ასევე, მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა   ტრენინგი  თემაზე: ,,ინკლუზიური განათლება“, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 ტრენინგს  ესწრებოდნენ:  სპეციალური მასწავლებლები,   საჯარო სკოლების დირექტორის მოადგილეები  სასწავლო-აღმზრდელობით დარგში,     ცალკეული საგნის მასწავლებლები,  მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.  შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული ტრენერი,  ,,მშობელთა, მასწავლებელთა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ასოციაციის“  დირექტორი,  ქეთევან ჟვანია.

   შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაVკავშირებით  ღონისძიებები,  მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

 

05-12-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები